LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის კანცლერი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება

135
60216836-101

გერმანიის კანცლერი უახლოეს პერიოდში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდება.

ოლაფ შოლცის განცხადებით, საუბარი იმ თემებს შეეხება, რომელზე საუბარიც საჭიროა.

„მალე მოსკოვში პუტინთან საუბარი მექნება იმ თემებზე, რომლის განხილვაც საჭიროა. ეს შეხვედრა დაგეგმილია და უახლოეს დროში შედგება“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის საზღვარზე მდგომარეობა ძალიან სერიოზულია.

„ერთი რამ ცხადია: ქვეყნის ტერიტორიული სუვერენიტეტის დარღვევა რუსეთს ძვირი დაუჯდება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ჩახლართული სიტუაციიდან დისკუსიის სხვადასხვა ფორმატის გამოყენებით გამოვიდეთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

magti 5g