გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს კიბერთავდასხმების განახლებაში სდებს ბრალს. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყების პრესსპიკერმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი პასუხისმგებელია განახლებულ კიბერიერიშებზე, რომლებიც გერმანიის პარლამენტზე მიიტანეს.
„გერმანიის მთავრობას აქვს სანდო ინფორმაცია, რომ კიბერიერიშების უკან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახური დგას“, – განაცხადეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და დასძინეს, რომ რუსეთის ასეთი ქცევა მიუღებელია.
ოფიციალური უწყება მოსკოვს მოუწოდებს, მსგავსი აქტივობები დაუყოვნებლივ შეწყვიტოს.
