გერმანიაში, ქალაქ შვერინიში მდებარე კაფემ კარანტინის დასრულება საკმაოდ უცნაურად აღნიშნა.
სტუმრებს დაურიგდათ სპეციალური ქუდები, რომლებზეც აუზის ტივტივები იყო დამაგრებული. ქუდები სოციალური დისტანციის დასაცავად დამზადდა და თავისი მოვალეობა მართლაც არაჩვეულებრივად შეასრულა. ამასთან, ყველა ძალიან გაამხიარულა.
„ასეთ რთულ დროშია განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ღიმილის გამოწვევა შეგიძლია“ – განაცხადა კაფის მეპატრონემ ჟაკელინ როტემ.
გერმანიაში მკაცრი კარანტინი მარტის შუა რიცხვებში გამოცხადდა და შეზღუდვების შემსუბუქება აპრილის ბოლოდან დაიწყო.
კომერციული დაწესებულებების ნაწილი გაიხსნა, თუმცა სოციალური დისტანციისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა მკაცრად კონტროლდება.