LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეუბნებით, შანტაჟს სახელმწიფო არ შეეგუება – გოგიჩაიშვილის მეორე გაფრთხილება “იბერიას” საკითხზე

89

“საქართველოს სახელმწიფო არ დაუშვებს შანტაჟის ამ ფორმას, რომ თუ ვთქვათ, მე არ მომცემ რაღაც პრივილეგიებს ან რაღაცაში არ დამეხმარები, მერე მე გამოვალ და ამას და ამას ვილაპარაკებ.”- საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი იბერიაზე ზეწოლის შესახევ გაკეთებულ განცხადებებს უკვე მეორედ პასუხობს.

მისივე თქმით, ერთმა კომპანიამ მეორეს სასამართლო დავა მოუგო და აქ მედია თავისუფლება არაფერ შუაშია.

“ჩვენს კოლეგას ჩვენთან ამ საკითხებზე არ ჰქონია საუბარი, მით უმეტეს ჩვენ ერთი კომიტეტის წევრები ვართ და რაღაც პრობლემა რომ ყოფილიყო მე ვფიქრობ, რომ რაღაცა დოზით ჩვენთან უნდა გაეზიარებინა. ვიღაცას არასწორად აქვს კონტრაქტი გაფორმებული და პირობებია დარღვეული იმ კომპანიასთან და იმ კომპანიამ სასამართლოში უჩივლა და მოუგო-რა შუაშია აქ მედია თავისუფლება ?-ხომ გეუბნებით შანტაჟს სახელმწიფო არ შეეგუება,“-აცხადებს გოგიჩაიშვილი.

დღესვე გოგიჩაიშვილმა საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამას “შანტაჟის სუნი ასდის და ამ ქვეყანაში შანტაჟი ისჯება.”

“იბერიაზე” ზეწოლის შესახებ განცხადება არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა, გააკეთა.

“არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით,”- განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g