56 წლის ჯენიფერ ლოპესმა ჰოვარდ სტერნის შოუში არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მან გულწრფელად განაცხადა იმის შესახებ, თუ რატომ ვერ აეწყო მისი პირადი ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ მის გვერდით არაერთი ცნობილი მამაკაცი ყოფილა, ახლა ის მარტოა.
„ჭეშმარიტად მე არცერთ მამაკაცს არ ვყვარებივარ, ისინი მე მაძლევდნენ ყველაფერს, ძვირადღირებულ საჩუქრებს, სახლებს, ბეჭდებს, ქორწინებასაც კი, მაგრამ მთავარს ვერ…“ – განაცხადა ჯეი ლომ
როგორც ჩანს, ეს განცხადება არ ესიამოვნა ლოპესის ყოფილ მეუღლეს, ოხანი ნოას, ის „ინსტაგრამზე“ ჯეი ლოს ინტერვიუს სკანდალური დეტალებით გამოეხმაურა და ის ღალატში დაადანაშაულა.
„გეყოფა ჩვენი დამცირება, მსხვერპლად ნუ მოგაქვს თავი. პრობლემა თავად შენ ხარ! შენ ვერ შეიკავე თავი, მე შენ მიყვარდი. მე კეთილი, ღირსეული ადამიანი ვარ, ერთგული, გულწრფელი, არასდროს მომიტყუებიხარ და არ მიღალატია. შენ კი აირჩიე ტყუილი, ღალატი და მიუხედავად იმისა, რომ გაპატიე და შენთან ვრჩებოდი, შენ აღარ გაგხსენებივარ. ერთხელ მაინც თქვი სიმართლე… შენ იყავი ოთხჯერ გათხოვილი და გქონდა უამრავი ურთიერთობაც, უბრალოდ ეს არ იყო შენთვის საკმარისი“, – განაცხადა ემოციურ წერილში ნოამ.
ცნობისთვის, ლოპესმა და ოხანი ნოამ 1996 წელს, მაიამიში მდებარე რესტორანში გაიცნეს ერთმანეთი. მაშინ ჯეი ლო დამწყები მომღერალი იყო და პარალელურად მიმტანად მუშაობდა. გაცნობიდან ერთ წელში ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ერთმანეთს მალევე, 11 თვეში დაშორდნენ. მას შემდეგ ნოა აღარ დაქორწინებულა.
„მან ის აცდუნა“ – ჯეი ლოს ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ მათი განშორება Daddy-ს ბრალია


