LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან ის აცდუნა“ – ჯეი ლოს ყოფილი მეუღლე აცხადებს, რომ მათი განშორება Daddy-ს ბრალია

211
page

ჯენიფერ ლოპესის ყოფილი მეუღლე, ოხანი ნოა არ წყვეტს ჯეი ლოზე საუბარს. ამჯერად 50 წლის მსახიობი, Despierta America-ზე გამოსვლის დროს, მათი განშორების შესახებ ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ამის მიზეზი Daddy იყო.

„როცა Sony-მ ჯეი ლოს ჰონორარი გადაუხადა, მათთან ერთად იყო Daddy-ც. მე იმ პერიოდში ლოს-ანჯელესში ვიყავი, რესტორანს ვხსნიდი, ჯენიფერი კი მაიამისა და ნიუ-იორკში ატარებდა დიდ დროს და თავის ალბომზე მუშაობდა. სწორედ Daddy-ის ბრალია ჩვენი დაშორება, მან ჯეი ლო აცდუნა“, – აცხადებს ნოა.

ცნობისთვის, ლოპესმა  და ოხანი ნოამ 1996 წელს, მაიამიში მდებარე რესტორანში გაიცნეს ერთმანეთი. მაშინ ჯეი ლო დამწყები მომღერალი იყო და პარალელურად მიმტანად მუშაობდა. გაცნობიდან ერთ წელში ისინი დაქორწინდნენ, თუმცა ერთმანეთს მალევე, 11 თვეში დაშორდნენ. მას შემდეგ ნოა აღარ დაქორწინებულა.

„ჯეი ლოს ელოდა ამდენი წელი“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმარი, ოხანი ნოა გააქტიურდა

„მეუბნებოდა, რომ მე ვიყავი მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული, მათი ქორწინება დიდ ხანს არ გასტანს“ – ჯენიფერ ლოპესის პირველი ქმრის სკანდალური ინტერვიუ

„2000-იანი წლების ყველაზე ცხელი წყვილი“ – რატომ დაშორდა ჯეი ლო Puff Daddy-ის – ჯენიფერ ლოპესის მორიგი მამაკაცი წარსულიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები