LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გღალატობთ თუ არა თქვენი პარტნიორი? კერძო დეტექტივმა მოღალატის მთავარი მახასიათებლები გაამხილა

134
0_Young-Couple-Arguing-At-Home

კერძო დეტექტივმა, ჯეკ ჩერმანმა, რომელიც ბრიტანულ კომპანიაში National Private Investigators მოღვაწეობს, გაამხილა მთავარი ნიშნები რომელიც იმაზე მიუთითებს რომ პარტნიორი არც თუ ისე ერთგულია.

სპეციალისტის თქმით, ადამიანმა, რომელიც თავის მეორე ნახევარს ღალატში ადანაშაულებს, პირველ რიგში ყურადღება მისი ქცევების ცვლილებას უნდა მიაქციოს. ჩერმანი ირწმუნება, რომ ორგული ადამიანი მეორე ნახევარს მუდმივად უმალავს მობილურ ტელეფონს, ასუფთავებს ბრაუზერის ისტორიას, ასევე მალავს საბანკო ოპერაციებს.

გარდა ამისა, დეტექტივი აღნიშნავს, რომ პარტნიორი რომელსაც საიდუმლო რომანი აქვს, მეორე ნახევარს ნელ-ნელა შორდება:

• არ პასუხობს ზარებს და შეტყობინებებს
• სამსახურში გვიანობამდე რჩება
• ძალიან ბევრ დროს ატარებს სპორტულ დარბაზში
• მოღალატე გაურბის ინტიმურ კავშირს პარტნიორთან
• თავს იცავს ყოველ მიზეზ გარეშე
• ნებისმიერ ბრალდებას ორმაგი პრეტენზიით პასუხობს

ღალატის გამოაშკარავება რთულია მანამ, სანამ ადამიანი თავის ინტუიციას არ დაუგდებს ყურს, მიხვდება თუ როდის ცდილობენ მის მოტყუებას და ასევე სიმართლის გაგების შიშსაც არ გადალახავს.

„ბევრი ადამიანი წლობით რჩება სირაქლემას პოზაში. ზოგიერთი თავის გათავისუფლებას ვერასდროს ახერხებს. თუმცა, თუკი ზემოთ ნახსენებ რჩევებს გაითვალისწინებთ, ცხოვრება სწორი მიმართულებით დაიწყებს განვითარებას“, – ამბობს სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები