LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის სერენადები 2019“-ს დახურვა და ნინო სურგულაძის ბისზე გამოსვლა

1384
page

კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისში დასრულდა.

თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში, დასკვნით კონცერტზე მსმენელის წინაშე წარდგა მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე, რომელმაც ორკესტრთან ერთად შეასრულა მანუელ დე ფალიას ნაწარმოები „ჯადოქარი სიყვარული“. მანამდე კი ორკესტრმა „საქართველოს ვირტუოზები“ ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით ააჟღერა მანუელ დე ფალიას ნაწარმოები „სამწვეტიანი ქუდი“ და ბეთჰოვენის სიმფონია N. 8.

“ღამის სერენადების” დამაგვირგვინებელი კონცერტის მსმენელმა მონაწილეები ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და შეძახილებით დააჯილდოვა. ნინო სურგულაძემ კი დამსწრე საზოგადოების მოთხოვნით, ბისზე თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით კიდევ ერთხელ მოაჯადოვა მსმენელი.

ნინო სურგულაძე, მეცო სოპრანო:

„ჩემი შეფასებით, ფესტივალი იყო ძალიან წარმატებული, ძალიან დატვითრული საინტერესო სტუმრებით და არაჩვეულებრივი რეპერტუარით.

ყოველთვის ასე ითვლება, რომ მთავარია დასაწყისი და დაბოლოება. მიხარია, რომ “ღამის სერენადები” ასე პოზიტიურად დასრულდა და ბისიც სასიამოვნოა მუდამ. ეს იმას ნიშნავს, რომ საღამო ემოციური და დასამახსოვრებელი იყო ჩვენთვის, განსაკუთრებით, მონაწილეებისთვის.

რაც შესრულდა, ვფიქრობ, ემოციური, საინტერესო და ძალიან საპასუხისმგებლო იყო და მიხარია, რომ ეს ყველაფერი – ემოცია, დადებითი ენერგია – გადავიდა მაყურებლზე. ერთი სული მაქვს, კიდევ როდის შევხვდები ქართველ მსმენელს.

რაც შეეხება “ღამის სერენადებს”, ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, იმიტომ რომ ქალბატონი ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული ფესტივალით ძალიან დიდი საქმე კეთდება ჩვენი ქვეყნისთვის.

გიორგი ისაკაძე, “ღამის სერენადებისსამხატვრო ხელმძღვანელი:

„დასრულდაჩვენი ფესტივალის დასკვნითი კონცერტი. ჩვენმა ორკესტრმა ბრწყინვალედ შეასრულა ბეთჰოვენის სიმფონია და, რა თქმა უნდა, ჩვენმა ვარსკვლავმა ნინო სურგულაძემ აღაფრთოვანა პუბლიკა. მისი დაუვიწყარი ხმა ჯერ კიდევ ყურში ჩაგვესმის.

ბედნიერი ვარ, რომ მართლაც შესანიშნავი ფესტივალი შედგა, მასში დიდი შემოქმედებითი შრომა იყო ჩადებული. ვუმადლი პუბლიკას ასეთი თბილი შეხვედრისათვის და გემშვიდობებით ერთი წლით“.

თამარ ტალიაშვილი, ქალაქ თბილისის საკრებულოს დეპუტატი, განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე:

„ამის სერენადები” განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. ჯერ კიდევ ოთხი ათეული წლის წინ ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში, ბიჭვინთაში გაიმართა პირველად ეს ფესტივალი და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფესტივალი გრძელდება. ის განსაკუთრებით მასშტაბური იყო წლევანდელ წელს. დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალი გაგრძელდება და ნამდვილად დადგება დღე, როდესაც “ღამის სერენადები” კვლავ დაუბრუნდება აფხაზეთს და მაშინ გვექნება “ბათუმი-თბილისი-ბიჭვინთის „ღამის სერენადები”.

მაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე:

„ფესტივალი “ღამის სერენადები” კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ნამდვილად გამორჩეული ფესტივალია, რომელიც თბილისის და ბათუმის კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ის უკვე აღდგენიდან მე-11 წელია ტარდება.

მერია ამ ფესტივალის მუდმივი ერთგული მხარდამჭერია. მინდა, მადლობა გადავუხადო ფესტივალის ორგანიზატორებს “ღამის სერენადების” ასეთ მაღალ დონეზე ჩატარებისთვის, მერია კი კვლავაც გააგრძელებს ასეთი მნიშვნელოვანი ფესტივალის მხარდაჭერას“.

„ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები. ფესტივალის დირექტორია ნინა ცაგარელი. ფესტივალის მთავარი დირიჟორი გახლავთ ვახტანგ მაჭავარიანი.

ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; ქალაქ ბათუმის მერია; ქალაქ თბილისის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; აფხაზეთის ავტონომიური  რესპუბლიკის მთავრობა; ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია – კომპანია „არდი“.

პარტნიორები: კომპანია „თელასი“; ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრი ;ქართული ბრენდი „მარი გოლდი“; პირველი ქართული ვისკი „ჯიმშერი“; ღვინის კომპანია „როალ ხვანჭკარა“; კომპანია „სარაჯიშვილი“; პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი ,,ლუტეცია“, ,,არომატეკა“, „პალმა აპარტამენტი“.

პროექტის მედიამხარდამჭერები: აჭარის ტელევიზია; საქართველოს პირველი არხი; ტელეიმედი; TV პირველი; „არტარეა“ – პირველი არხი კულტურაზე; ციფრული და მედიამარკეტინგის სააგენტო ,,კლიპარტი”; „ამბები.GE“; საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ–ტაიმი“; საინფორმაციო სააგენტო „GHN“, ინტერნეტ მედია ჯგუფი – “ITV”, “droni.ge” და “presa.ge”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“; ინგლისურენოვანი ყოველდღიური გამოცემა “The Messenger”;” ჯორჯიან პრესი“;ვიდეო–პორტალი “myvideo.ge”; ჟურნალი „სარკე“; გაზეთი „აჭარა“; რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g