“ღამის თენება არ არის აუცილებელი, პროტესტის გაშლა დილიდან მოხდება მთელ თბილისში”,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, “ბრძოლა იქნება დამღლელი, მაგრამ დიდი გამარჯვება – ისტორიული გამარჯვება სხვანაირად არ მოდის”.
ცნობისთვის, ნიკა მელიას განცხადებით, 10 ნოემბერს, დილის 11:00 საათზე თბილისში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე საპროტესტო აქცია გაიმართება.