LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს: საკოორდინაციო საბჭო

65
კომენდანტი

ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან აღარ იმოქმედებს. ამის შესახებ განმარტება საკოორდინაციო საბჭომ გააკეთა.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, შეზღუდვა 30 ივნისის დილის 4 საათამდე იმოქმედებს.

„პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განვითარდება ისე, რომ ჩვენ მომავალში არანაირი შეზღუდვების დაწესება არ დაგვჭირდება, თუმცა ნებისმიერი შეზღუდვა და რეგულაცია განპირობებულია არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებით და დაფუძნებულია იმ ინფორმაციის ანალიზზე, რომელიც ჩვენთან ყოველდღიურად შემოდის“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g