„ასე მგონია ზეციურ საქართველოში კიდევ უფრო დიდი ზეიმია…“ – ამის შესახებ დირიჟორი და კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში წერს.
რაჭველი საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება და ვიდეოს ავრცელებს:
„ასე მგონია ზეციურ საქართველოში კიდევ უფრო დიდი ზეიმია… მამაჩემის და დედაჩემის სულები სიამაყით და სიხარულით რომ ფრინავენ როგორ არ უნდა მჯეროდეს… მე კი დღეს დილიდან ყველა სტატუსის წაკითხვისას, ვიდეოსა თუ ფოტოს დანახვისას ღაპაღუპით მომდის ცრემლები…
ჰო, ვილი სანიოლისადმი აქამდე არ გამომიხატავს მადლიერება და გაუმარჯოს ჩვენს მოამაგე მწვრთვნელს!“ – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
ასე მგონია ზეციურ საქართველოში კიდევ უფრო დიდი ზეიმია… მამაჩემის და დედაჩემის სულები სიამაყით და სიხარულით რომ ფრინავენ…
Posted by Nikoloz Rachveli on ხუთშაბათი, 27 ივნისი, 2024