LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ბიზნესის მხარდაჭერით 53 000 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით

53
1620826468-ირაკლი-ღარიბაშვილი-09-1024x682

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, ბიზნესის მხარდაჭერისა და დასტაბილურების მიზნით, არაერთი პროექტი შეიქმნა, შედეგად სახეზე გვაქვს 1800 ზე მეტი დაფინანსებული პროექტი და 53 000 ახალი სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული ბიზნესპროექტების ინტერაქციული რუკის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მხოლოდ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაახლოებით 87 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. რაც შეეხება „აწარმოე საქართველოს“, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მილიარდ 800 მილიონია ინვესტირებული.

„ჩვენ, ყველა ერთად, მთავრობა წარმოგიდგენთ ინტერაქციულ რუკას, რომელზეც ჩვენ გავაერთიანეთ ყველა ის პროგრამა, პროექტი, რომელიც დავაფინანსეთ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ბიზნესის მხარდაჭერა და დასტაბილურება დავიწყეთ. შეიქმნა ძალიან ბევრი წარმატებული პროგრამა და პროექტი, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“ და უამრავი სხვა მიკროპროგრამები. შედეგად ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს 53 000 ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც ამ ბოლო რამდენიმე წელიწადში შეიქმნა. ჯამში 1800-ზე მეტი პროექტია დაფინანსებული. უფრო კონკრეტულად, მე მინდა გითხრათ, რომ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში დაახლოებით 87 000-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯამში ინვესტირებულია 4 მილიარდი ლარი, აქედან 800 მილიონზე მეტი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა. რაც შეეხება „აწარმოე საქართველოს“, ამ პროგრამის ფარგლებში უკვე მილიარდ 800 მილიონია ინვესტირებული, თითქმის 190 მილიონი არის ჩვენი მთავრობის დაფინანსება და შეიქმნა 30 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მე მინდა ასევე გითხრათ, რომ ამ პროგრამების მთავარი იდეა და მიზანი რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, წახალისება იყო, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ასევე, რა თქმა უნდა, ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავრობას მომდევნო წლებში კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს. “ჩვენ მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2.5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ, ანუ ჯამურად ეს იქნება მთავრობისა და ბიზნესის ერთობლივი ინვესტიცია. ვფიქრობთ, რომ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და 300-მდე ახალი საწარმო დაფინასდება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, ამ მიმართულებითაც ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს, ჯამში, მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდი ლარის ინვესტიცია იგეგმება. აქაც ათასობით სამუშაო ადგილის შექმნა არის განსაზღვრული“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g