ჩემი ერთ-ერთი უდიდესი ოცნება არის, ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, სიღარიბე დავამარცხო ჩემს გუნდთან ერთად. ეს არის ყველაზე დიდი ოცნება, რაც მე მაქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანას ამ მიზნის მიღწევის პერსპექტივა აქვს და ამაში მმართველ გუნდს განახლებული სოციალური პოლიტიკის გეგმა დაეხმარება.
“ეს პროგრამა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ვითარებას და სურათს შეცვლის, განწყობას შეცვლის. ეს რომ გაიშლება მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმოიდგინეთ რომ აბსოლუტურად სხვა დინამიკა იქნება, სხვა პოზიტივი შემოვა და სხვა პროცესები დაიწყება ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერმა.
