LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი დავოსის ფორუმზე: ჩვენ შევასრულეთ „ასოცირების შეთანხმების“ 45%-ზე მეტი – უზარმაზარი პროგრესი გვაქვს და ხალხი ამას ხედავს

58
BeFunky-collage (10)

პრემიერ-მინისტრის თქმით, ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს გზამკვლევი ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანებისთვის.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც გათვალისწინებულია „ასოცირების შეთანხმებით“.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან ერთგულები ვართ ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გათვალისწინებულია „ასოცირების შეთანხმებით“. ჩვენ შევასრულეთ „ასოცირების შეთანხმების“ 45 %-ზე მეტი. ვახორციელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს 2014 წლიდან.

გვაქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს კანონის უზენაესობა, სასამართლო რეფორმა, ღია მმართველობა. ჩვენ ყველა მიმართულებით უზარმაზარი, ხელშესახები პროგრესი გვაქვს და ხალხი ამას ხედავს,“ – აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურის სიტყვებით, „საქართველო ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორია ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ერის არჩევანი“.

პრემიერი დავოსის ფორუმზე: ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g