LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობამ გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით

54
Untitled design (1)

ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან დღეს 115 წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღს სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა:

„დღეს 115 წელი შესრულდა საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან – ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან.

მთელ მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება შემთხვევა, როდესაც ერთმა ადამიანმა ასეთი წარმოუდგენელი მასშტაბების პირადი ძალისხმევა გასწია ქვეყნის მომავლის შენებისთვის. ილიას მოღვაწეობამ კულტურაში, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში გაკვალა ქვეყნის განვითარების ის გზა, რომელსაც დღესაც მივყვებით.

1987 წელს მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის თაოსნობით ამ უდიდესი ღვაწლის აღიარებამ და ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვამ მძლავრი სტიმული მისცა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რაც საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობით დაგვირგვინდა.

დღეს კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლიერების გრძნობით, პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელსაც დამსახურებულად მოვიხსენიებთ ერის მამად. საქართველო არასდროს დაივიწყებს ილია ჭავჭავაძის ნათელ ხსოვნას“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები