LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღარიბაშვილი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას” – არახამია

449
arakhamia-gharibashvili_w_h

პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის ფრაქცია „ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.

ხსენებული ტექსტით არახამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც „უკრაინა იყო დაინტერესებული, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი”.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი მორიგ ჯერზე ტყუის და მორიგ ჯერზე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიზნად ისახავს უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის შუღლის ჩამოგდებას, ეს კი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია.

თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მთავრობაა. რაც შეეხება უკრაინას, ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობარი ქართველების ადგილი ჩვენთან ერთად ერთიან ევროპულ ოჯახში იყოს, სადაც უზრუნველყოფილია მშვიდობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და კეთილდღეობა”, – წერს არახამია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g