LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს 2 ახალი უწყება ჩაანაცვლებს, ხელმძღვანელებს საკონკურსო კომისიები შეარჩევენ

60
გარიბა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად პირველი მარტიდან ორი ახალი უწყება იქმნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაური განმარტავს, აღნიშნული სამსახურების ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი.

მისივე განცხადებით, უკვე შექმნილია კანდიდატების ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება.

“როგორც იცით კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად პირველი მარტიდან იქმნება ორი ახალი უწყება.

პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამ სამსახურების ხელმძღვანელების შესარჩევად გამოცხადდება კონკურსი, უკვე შექმნილი არის კანდიდატების ორივე საკონკურსო კომისია, რომელთა პირველი სხდომები დღეს გაიმართება და მეც დავესწრები მას.

იმ კრიტერიუმთაგან, რომლითაც კომისიები იხელმძღვანელებენ, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოს სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კონკურსის შედეგად თითოეულ თანამდებობაზე შეირჩევა არანაკლებ 2 და არა უმეტეს 5 კანდიდატი. ჩემთვის წარმოდგენილი კანდიდატებიდან საქართველოს პარლამენტს წარვუდგენ 2 კანდიდატურას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად და ასევე 2 კანდიდატს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები