LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: ველოდებით, რომ ნატო-ს სამიტზე სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი

63
ვბმნ

ყველა შეთანხმებასა და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-ს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ჩვენ ველოდებით, რომ სათანადოდ იქნება შეფასებული და დაფასებული ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი. ჩვენი მხრივ, ყველა ვალდებულებას პირნათლად ვასრულებთ.

რაც არის განსაზღვრული ნატო-ს წინა ​სამიტების დეკლარაციებში თუ მიღებულ შეთანხმებებში, ყველა შეთანხმებასა და ვალდებულებას საქართველო პირნათლად ასრულებს და ჩვენ მოველით, რომ ეს სათანადოდ იქნება ასახული და დაფასებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g