LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას… მისი ბაქიბუქის არავის ეშინია: ხატია დეკანოიძე

105
FORTUNA.GE- (1)

“ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად დაადასტურა, რომ მისი მთავარი პოლიტიკა იქნება ოპოზიციის დევნა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია მართლმსაჯულების სისტემაში, არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება”, – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე და მიმართავს პრემიერობის კანდიდატს, რომ იარაღის ჟღარუნის და ერთპარტიული პარლამენტის ტრიბუნიდან მისი ბაქიბუქის არავის ეშინია.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლილსას განაცხადა, პირველი 100 დრის განმავლობაში, მთავრობის პრიორიტეტი დესტრუქციული ძალების კონსტიტუციულ ჩარჩოებში დაბრუნება იქნება.

„ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა სახიფათოა: ალეკო ელისაშვილი

ამის საპასუხოდ კი დეკანოიძე პასუხობს: “ირაკლი ღარიბაშვილის აღდგენილი კონსტიტუციური წესრიგი არ გაიშვას”.

დეკანოიძემ შემაშფოთებელი უწოდა ღარიბაშვილის განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის ოპონენტების მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა:

“ჩვენ მოვისმინეთ ძალიან შემაშფოთებელი განცხადებები “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით, ზიზღის ენით პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

არც ძლიერი მენეჯერი იყო და რადიკალური შეხედულებებით გამოირჩეოდა – ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ღარიბაშვილზე

ღარიბაშვილის აგრესიული რიტორიკა არ უწყობს ხელს, რომ ქვეყანაში ეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი მოლაპარაკების გზით განიმუხტოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა, მოვუწოდეთ ხელისუფლებას საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით გაგვეგრძელებინა მოლაპარაკებები, იგი ღიად უწოდებს პოლიტიკურ ოპონენტებს ყველა იმ სიტყვას, რომელიც მიუღებელია თანამედროვე ცივილიზაციისთვის და დემოკრატიისთვის”. – თქვა დეკანოიძემ.

პოლიტიკოსი ასევე მოუწოდებს იმ ადამიანებს, ვინც დღეს მხარდაჭერას გამოხატავს ღარიბაშვილის მიმართ, რომ ქვეყნის თავზე, დენთის კასრის დაკიდება არავის ეპატიება:

“მინდა მოვუწოდო მას და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც დღეს ხელს დააჭერს და ხმას მისცემს ირაკლი ღარიბაშვილს, უნდა გახსოვდეთ, რომ ამ ქვეყნის თავზე, დენთის კასრის დაკიდება არავის არ ეპატიება. უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს საქართველოს ევროატლანტიკური მომავალი არის საფრთხის ქვეშ. ყველაზე მნიშვნელოვნად რაც მიმაჩნია არის ის, რომ პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს და ამ კრიზისის განმუხტვისთვის ჩვენ გვესახება საერთაშორისო პარტნიორების ყურის მიგდება და მათი ჩართულობით მოლაპარაკებები”. – თქვა ხატია დეკანოიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g