LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა სახიფათოა: ალეკო ელისაშვილი

65
ალექსანდრე-ელისაშვილი

პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებები არ მიუთითებს იმაზე, რომ იგი რაიმე კომპრომისზე წასვლას აპირებს. ელისაშვილის თქმით, ღარიბაშვილი სიძულვილის ენით საუბარს განაგრძობს, რაც ქვეყნისთვის კარგი არაა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს წარმოშობს. 

ელისაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მის პარტიას პარლამენტში ორი ხმა აქვს, პირველ რიგში, ღარიბაშვილის გამო, ისინი ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.

ელისაშვილის აზრით, ამ ვითარებაში, როცა ქვეყანა ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის იგლიჯება, „ქართულ ოცნებას” ისეთი კანდიდატი უნდა წარედგინა, რომელიც გონივრული ნაბიჯების გადადგმას შეძლებდა, ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ხალხის რეალურ პრობლემებზე ფიქრს.

“ღარიბაშვილი 180 გრადუსით ამის საპირისპიროა, ის არის ძალიან კონფრონტაციული, რადიკალური. მიაჩნია, რომ მთავარი არის გულწრფელად სძულდეს ოპოზიცია, ეს პირიქით, უფრო დაამძიმებს ვითარებას. პოლიტიკური კრიზისი სამოქალაქო დაპირიპირების ზღვარზე ამყოფებს ქვეყანას და ამ ვითარებაში „ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა არის სახიფათო, წარმოდგენაც კი არ მინდა როგორ შეიძლება ასეთი რიტორიკით და ქმედებებით განვითარდეს მოვლენები. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს და ყველას დანაშაულია, რომ მეხუთე რაუნდი ჰაერში გამოეკიდა,”- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე – რატომ არ შედგა „მოქალაქეების” შეხვედრა ცალკე პრემიერ-მინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატებთან, როგორც ეს გათვალისწინებული იყო ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრის ფორმატით, ელისაშვილმა უპასუხა:

„ცალკე არ შევხვდით, რადგან სხდომათა დარბაზში  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა გვექნება, ხოლო რაც შეეხება მინისტრობის დანარჩენ კანდიდატებს, გუშინ  ორი კომიტეტის სხდომას ვესწრებოდი, სადაც მინისტრობის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი. შთაბჭდილება როგორც პრემიერ- მინისტრობის კანდიდატზე, ასევე ასევე ზოგადად მთავრობის შემადგენლობაზე გვაქვს, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ  ცალკე შეხვედრა მიზანშეწონილიარ იყო “.- აღნიშნა ელისაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან” მიმართებაში ღარიბაშვილის რიტორიკა სახიფათოა: ალეკო ელისაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები