“ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება, ჩვეულებრივი ფარისევლობაა! მე ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ მსგავსი, დროსა და სივრცეში აცდენილი გზავნილი, ვერ წარმომედგინა”, – ამ განცხადებით “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერის გუიშინდელ განცხადებას ეხმიანება დ ამბობს, რომ იმ ქმედებების შემდეგ, რომელიც გუშინ განახორციელა ხელისუფლებამ, მხოლოდ უტიფარ ადამიანს შეეძლო მსგავსი განცხადება გაეკეთებინა.
გიგი უგულავას განცხადებით, არსებული ვითარების განმუხტვისთვის ორი რამ არის მთავარი – ხელისუფლებამ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები და დაიწყოს რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი:
“მხოლოდ და მხოლოდ, ასეთ უტიფარ და უთავმოყვარეო ადამიანს შეეძლო გუშინდელის მერე, რაც მან ჩაიდინა, მსგავსი განცხადება გაეკეთებინა. თუ ივანიშვილს სურს სიტუაციის განმუხტვა, რამდენიმე რამ უნდა გააკეთოს, ყველაზე მთავარი კი არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის დაწყება. ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის ენას იყენებს. ისაა ადამიანი, რომელიც თიშავს და არასდროს არ აერთიანებს. ისაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ერთმანეთის ღვიძლი ძმები და მეგობრები ერთმანეთს გადაკიდოს”. – თქვა გიგი უგულავამ.