LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მიაქციოთ ყურადღება პრემიერ მინისტრის დეზინფორმაციას და “ფეიკებს”: ღარიბაშვილს არახამიამ უპასუხა

456
დავით-არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია დავით არახამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს გამოეხმაურა და „ფეიკების“ გამავრცელებელი უწოდა.

“პირველ რიგში, არახამია ევროპაში არ ყოფილა. ამერიკაში აყალიბებდა კონცეფციას იმის შესახებ, რომ ბატონი ივანიშვილი პრორუსული განხრის ოლიგარქია, რომელსაც აქვს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც იმედს უცრუებს ქართველ ხალხს, რომელსაც სურს ევროპაში. მრავალრიცხოვანმა აქციამ, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიმართა, მკაფიოდ აჩვენა, რომ ქართველები ევროპის ნაწილი არიან. ყველას სურს იყოს ევროკავშირის წევრი. ჩვენ უკრაინა, უკრაინის ხელისუფლება მაქსიმალურად დავეხმარებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში და გთხოვთ ყურადღებას ნუ მიაქცევთ საქართველოს მთავრობის, მათ შორის პრემიერ-მინისტრის “ფეიკებს”, რომელიც ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ერთი ოლიგარქის შეკვეთით. ძალიან სამწუხაროა, რომ კეთილგანწყობილი ქართველი ხალხი, რომელმაც შეიკედლა ჩვენი ლტოლვილები, ბევრი ქართველი იბრძვის უკრაინის მხარეს რუსი აგრესორების წინააღმდეგ, დღეს ერთი ოლიგარქის მძევალია. ამიტომ, ქართველებო, გამაგრდით, ჩვენ დიდი მომავალი გველის ევროპაში“, – ამბობს დავით არახამია მიმართვაში.

დღეს, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ვინც ევროპაში ითხოვდა, საქართველოს არ მიეღო ევრკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, უკრაინის რადას დეპუტატი და მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერი დავით არახამიაა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g