LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღია იქნება ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის“ – უკრაინის ვიცე-პრემიერის ცნობით, დღეს, მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება

117
ევაკუაცია მარიუპოლიდან

„დღეისთვის ჩვენ შევძელით შეთანხმება მარიუპოლიდან ჰუმანიტარულ დერეფანზე“, – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ის ღია იქნება ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის. შეკრება ქალაქში დღეს, 20 აპრილს, 14:00 საათიდან ტაგანროგსკაიასა და ტაგანროგის 130-ე სამმართველოს ქუჩების კვეთაზე.

კოლონა იმოძრავებს მარშრუტის გასწვრივ: მარიუპოლი-მანგუშ-ბერდიანსკი-ტოკმაკ-ორიხოვი-ზაპოროჟიე.“ – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ მარიუპოლიდან ევაკუაცია უკვე რამდენიმე დღეა შეჩერებულია.

ვოლოდიმირ ზელენსკი – გაცვლის შეთავაზებაზე, სამწუხაროდ, რუსეთისგან პასუხი არ გვესმის

არესტოვიჩი: იმდენი ტყვე გვყავს და ისეთები, თითოზე 50-80 კაცს მოგვცემენ

ვიდეო: რუსეთის ჯარებმა მიკოლაევში საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაჭრილები

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

magti 5g