LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მონა“ – „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ

248
ვანო ჩხიკვაძე

„ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელს, ივანე ჩხიკვაძეს თბილისის აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ.

ამ ფორმით მათ პროტესტი გამოხატეს 4 ივნისს აშშ-ში, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ გამართული მოსმენის შესახებ, რომელზეც ივანე ჩხიკვაძემ და „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსმა მკვლევარმა, ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალია საბანაძემ თავიანთ მოხსენებებში ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე, როგორც ხელისუფლების ოპონენტების დევნისა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიების დაწყების სამართლებრივ საფუძველზე.

ისმოდა შეძახილები: „მონა, მონა“.

ვიზიტისა და ჰელსინკის კომისიაში გამართული მოსმენის შესახებ, ივანე ჩხიკვაძეს ჟურნალისტებთან დღეს კომენტარი არ გაუკეთებია.

წყარო: პირველი არხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g