LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღირებულებითი ერთობა არის ის, რამაც უნდა დაასრულოს, ეს მანკიერი წრე, რომელშიც ქვეყანა 20 წელია მოძრაობს“ – კუპრაძის განცხადებით, „ლელო“ პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქარტიას უერთდება

126
ირაკლი კუპრაძე

„ლელო“ მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ღირებულებითი ერთობა არის ის, რამაც უნდა დაასრულოს, ეს მანკიერი წრე, რომელშიც ქვეყანა 20 წელია მოძრაობს“, – ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, „ლელო“ უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებულ ქარტიას და მზად არის ევროკავშირის 9 პუნქტის სწრაფი შესრულებისათვის ნაბიჯები გადადგან, რათა ქვეყანა მოლაპარაკების ეტაპზე გადავიდეს და ევროინტეგრაცია შეუქცევადი იყოს.

ნიკა მელია: „სალომე ზურაბიშვილმა, გადამწყვეტ დროს, ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, დაიჭირა ქვეყნისა და ხალხის მხარე და იქცა ქვეყანაში ევროპული მომავლის გარანტად“

„ჩვენ გვჯერა, რომ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული ქარტია მოგვცემს შესაძლებლობას წარვმართოთ კონსტიტუციასთან სრულ თანხვედრაში მყოფი პროცესი და თუკი სადმე საჭიროა მეტი სიცხადის და დაზუსტების შემოტანა, რათა პროცესი კონსტიტუციურ ჩარჩოში სრულად მოექცეს, ვფიქრობთ, სწორედ ახლაა დრო, რომ ეს მოხდეს.

ამიტომ საჭიროდ ვთვლით პრეზიდენტისა და სხვა პოლიტიკური აქტორების ჩართულობით შედგეს სამუშაო შეხვედრა, სადაც ყველანი ჩვენს წილ პასუხისმგებლობას პროცესებზე ავიღებთ, რომელიც ქარტიითა განსაზღვრული.

„იქ არის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც კითხვები გვაქვს… რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გასავლელია და ამაზე კომუნიკაციაა საჭირო“ – „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“

ჩვენ მზად ვართ, რომ გავხსნათ ეს პროცესი და ჩავერთოთ ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში რუსული მთავრობის დასრულებას. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა, კვლავ ბიძინა ივანიშვილია და ჩვენი მთავარი ამოცანა, სწორედ, მისი დამარცხება უნდა იყოს. ქარტია ესაა გზა, რომელიც გასავლელია არჩევნებით, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ.

პრეზიდენტმა სამოქმედო გეგმა – „ქართული ქარტია” წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერებას სთავაზობს

„ამ ქარტიას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზად არის მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროსოს მომავალ პარლამენტში"

ჯერ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაშია და ემზადება დაძლიოს ვეტო, დააკანონოს არასამთავრობო სექტორის გაუქმება და პოლიტიკური ოპონენტების, განსხვავებული აზრის დევნა.

მამუკა მდინარაძე: „გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია“

მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში ითამაშოს და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მზად ვართ, მასთან ამ საკითხზე დეტალურად ვისაუბროთ.

სწორედ, ჩვენ ამ პროცესზე გვმართებს მეტი კონცენტრირება და დარწმუნებული ვართ, რომ როგორც პრეზიდენტი, ასევე ქართული პოლიტიკური სპექტრი და სხვა აქტორები შევძლებთ, იმგვარი პოლიტიკური პროცესის წარმართვას, სადაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად დამარცხდება“. – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ალეკო ელისაშვილი: „პარტია „მოქალაქეები“ ვიზიარებთ და ვუერთდებით პრეზიდენტის ინიცირებულ სამოქალაქო გეგმას „ქართულ ქარტიას“

magti 5g