LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღირსი ბრძანდებით იმის, რა დღეშიც ახლა ხართ – ნატო ჩხეიძე მამუკა ხაზარაძეს

142
chxeize

ბატონო მამუკა, უკაცრავად, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბის, რა დღეშიც ახლა ხართ, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ნატო ჩხეიძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს უთხრა, რომ „ომეგას“ საქმეზე დირექტორებმა დაკეტილი ბანკიდან თანხა მხოლოდ მისი ზარის შემდეგ გაატანეს.

საპასუხოდ, მამუკა ხაზარაძემ განუცხადა, რომ არანაირ სიტყვიერ განკარგულებას თანხის გაცემა-გაუცემლობაზე ადგილი არ ჰქონია.

„თანხა გაიტანეს თქვენმა დირექტორებმა თქვენივე ხელმოწერით. ჩვენზე იმის დაბრალება, რომ კომპანიის ანგარიშიდან დირექტორმა თანხა რატომ გაიტანა, რატომ არ გავაკონტროლეთ, ამას მე ვერ მივიღებ. დიდი ბოდიში. ვერც იმას მივიღებ, რომ მე ვიღაცას დავურეკე, ასეთი რამ ჩემი მხრიდან არ ყოფილა,“ – მიმართა ნატო ჩხეიძეს მამუკა ხაზარაძემ, რასაც დეპუტატის მხრიდან პროტესტი მოყვა.

საპასუხოდ ნატო ჩხეიძემ განაცხადა, რომ მის მიმართ სოლიდარულია, მაგრამ ხაზარაძე ტყუილს ამბობს.

“დავრჩები სოლიდარული, მაგრამ როგორც ჩანს, უკაცრავად, მაგრამ ღირსი ბრძანდებით იმ ამბისა, რა დღეშიც ახლა ხართ. ძალიან ცუდია, რომ ტყუილს ბრძანებთ“, – უპასუხა ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს.

„გიყურებთ თვალებში და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მე ვიღაცას რაღაცა დავაბრალე, არის ტყუილი. ლონდონით ნუ გვაშინებთ, ჩვენც ვიცით ლონდონის გზა,“ – მიმართა ბიზნესმენმა დეპუტატს.

ნატო ჩხეიძემ მამუკა ხაზარაძეს თან პოლემიკის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა დატოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები