LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღმერთი ჩვენსკენ, ვიწყებთ, კომენდანტი მოიხსნა, ამდენი ხალხი ერთი წელია არ მინახავს” – რეგულაციების შემსუბუქების პირველი დღე ბელგიაში

2096
BeFunky-collage (1)

შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგი ეტაპი დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ბარებისა და რესტორნების გარე სივრცეები ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, 8 მაისიდან გაიხსნა.

ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა, რომელიც ამჟამად ბელგიაში, ბრიუსელში იმყოფება, სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას ეხმაურება და აღწერს, როგორ ხვდება ქვეყანა რეგულაციების შემსუბუქების პირველ დღეს.

“ღმერთი ჩვენსკენ. ვიწყებთ. ????რეგულაციების შემსუბუქების პირველი დღეა. კომენდანტის საათი გაუქმდა, კაფეების,ბარების და რესტორნების ტერასები გაიხსნა. ამდენი ხალხი ერთი წელია არ მინახავს და ცოტა მეუცნაურება?. კოვიდ19 -ის საწინააღმდეგო აცრის პირველი დოზა 3,360,976 -მა ადამიანმა გაიკეთა. თითქმის 12 მილიონიან ბელგიაში სრულყოფილად ანუ 2 დოზით აცრილია 1 მილიონი ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 36, 6% -ია. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს კვირაში ორჯერ ტესტი ჩაიტარონ და გადაუდაბელი აუცილებლობის გარდა დისტანციურად მუშაობა არ შეწყვიტონ. წესების დაცვამ და ტესტით ვირუსის კონტროლმა ქვეყანა ვირუსის მორიგი აფეთქებისგან უნდა გადაარჩინოს.

კომენდანტი მოიხსნა, მაგრამ 00:00 დან 05:00 -მდე ღია სივრცეში მხოლოდ 3 ადამიანის შეკრებაა ნებადართული. ალკოჰოლის გაყიდვა 22:00 საათის შემდეგ აკრძალულია. სახლში მხოლოდ 2 სტუმრის მიღება შეიძლება. ბელგიის სამეფომ კორონავირუსიის პიკი სამჯერ გაიარა. გაზაფხულზე ვირუსის გამო სიკვდილიანობით 1 მილიონ მოსახლეზე ევროპაშიც პირველი იყო და გარკვეული პერიოდი მსოფლიოშიც. პანდემიის დაწყებიდან კოვიდ19-ის 1,010,987 შემთხვევაა დაფიქსირებული. კოვიდმა შეიწირა 24,483 ადამიანის სიცოცხლე. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 37 ადამიანი. 8 მაისის მონაცემებით ქვეყანაში აქტიურია კორონავირუსის 107,946 შემთხვევა და მძიმე 744 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა”.- წერს ქეთევან ქარდავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g