LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთო, ასე უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ, ესაა ჩემი ყველაზე დიდი სურვილი.. ნათის მესიჯების კითხვის დროს, სახიდან ღიმილი არ მოშორებია – გივიკო დიდიას ემოციური მილოცვა ბებიას

252
ფორტუნა - 2023-04-02T220335.070

გივიკო დიდიას ბებია იუბილარია. ნათელა ბებია, რომელსაც გივიკო დიდიას ფოლოვერები კარგად იცნობენ, 78 წლის გახდა.

იუბილარმა დაბადების დღეზე უამრავი მილოცვა მიიღო.

გივიკო დიდია ყველა მათგანს მადლობას უხდის და საკუთარ ემოციებს გვიზიარებს.

„ეს ადამიანია ჩემი სიმდიდრე და ჩემი ცხოვრების აზრი. მამაჩემის მერე განსაკუთრებით სულს ვუბერავ და მისი თითო ამოსუნთქვით ვტკბები. ცხოვრებაზე მეტად მიყვარს და მინდა დიდხანს მყავდეს .
პ.ს გისურვებთ საყვარელი ადამიანები , სულ ჩახუტებული რომ გყავდეთ გვერდით“..

მოით აგერ, რაცხა უნდა ვიბჟუტურო .
ნათის კუდში რომ დავდევ და თვალს რომ არ ვაშორებ , მაი ახალი ამბავი არაა . მინდა რომ სულ იღიმოდეს , მოწყენილს ვერ ვუძლებ , იმიტომ რომ ჩემს თავზე მეტად მედარდება . ჩვენ არ ვარგივართ ურთმანეთოდ . გავხედავ განიცდის . რთული მისახვედრი არაა რა ხდება მის გულში . მივეხუტე და დამიცაცხანა საყვარლად . რაია ახლა , რა უნდა დაწერო მაქანე ?!
მე : ნათ მესიჯები უნდა წაგიკითხო . დაბადების დღეს უამრავი ადამიანი გილოცავს . ნახე რაფერ გეფერება ყველე . ყველეს ხარ . ყველას ჭირდები . უყვარხარ ხალხს და ენატრები . ბევრს ბებიეს მონატრებას ვუვსებთ .
ნათი : ახლა მაგენი დალოცე სუყველე სათითაოდ და ჯანმრთელობა უსურვე . უთხარი თავს გოუფრთხილდნენ ბაღნები . არც შენ იდარდო და არც მაგენმა . ღმერთია ნენა მოწყალე . ყოლისფერი კარგად იქნება .
პ.ს ნათის მესიჯების კითხვის დროს, სახიდან ღიმილი არ მოშორებია. მადლობა ყველას . მადლობა დაუსრულებლად. თქვენ გეიხარეთ.
„ჩემი მთავარი როლი ამ ცხოვრებაში ზრუნვაა. რაც უფრო წლები მემატება, ვხვდები , რომ ყველაზე ძვირფასი რაც გამაჩნია ოჯახია. შვილის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, ვერ შევუმსუბუქებ, მაგრამ ვცდილობ, რომ სიბერე ჰქონდეს ბედნიერი .
“ ღმერთო ასე უნდა გაგრძელდეს უსასრულოდ. ესაა ჩემი ყველაზე დიდი სურვილ . ნათი ღირს მთელ სამყაროდ. ამაზე უკეთესი საჩუქარი არ მეგულება გვერდით რომ გვყავს ჩახუტებული“. – წერს გივიკო დიდია სოციალურ ქსელში.

„სიყვარულია, როცა დილას იმ ფიქრით იღვიძებ, რომ ის შენს ცხოვრებაში არსებობს” – რას წერს გივიკო დიდია სიყვარულზე

გივიკო დიდია: „თურმე ასაკში მყოფი ადამიანებიც ასე არიან, პატარასავით სჭირდებათ ზრუნვა, სითბო და სიყვარული.. ეს გოგო იმსახურებს, რაც დათესა იმას იმკის“

გივიკო დიდია: თუ ვინმეს ჰგონია ლანძღვას ლანძღვითვე ვუპასუხებ ძალიან ცდება

“დედებს ჰგონიათ , რომ შეუძლიათ ტკივილი დამალონ შვილებთან…გეფერებით ყველა გულნატკენ დედას, ძალიან მინდა, რომ კარგად იყოთ” – რას წერს გივიკო დიდია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g