„ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ ეშვება და უფრო მეტ ტყუილს იგონებს“, – ამ განცხადებით ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი Twitter-ზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მან განაცხადა, რომ კრამონი არათუ გვარამიასთან, არამედ არსად არ არის შესაშვები.
„ღმერთო ჩემო. ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ, რომ უფრო მეტად ვეღარ დაეშვება, ის კიდევ უფრო ქვემოთ მიიწევს და უფრო მეტ ტყუილს იგონებს. ამის დანახვა ძალიან სევდიანია. საბრალო საქართველო. ქართველი ხალხი ამაზე უკეთესს იმსახურებს, თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დაბლა დაეშვებიან ისინი.“– წერს ვიოლა ფონ კრამონი.
OMG. Every time you think that it doesn’t go lower – he goes lower and finds even more lies. So sad to see that.
Poor ??. Its people have deserved better than that.But we love you anyway and support you – no matter how low they will go#SlavaUkraini https://t.co/eW09kiIl7e pic.twitter.com/mblEBevWKR
— Viola von Cramon ???? (@ViolavonCramon) September 8, 2022