ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, რომელიც თვეების წინ “რუსთავი 2”-ში თენგზი ცერცვაძის სტუმრობსას არის გადაღებული. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს:
“როცა პირველი კოვიდპაციენტის გარდაცვალების შესახებ გაიგო ფეხზე წამოდგა… პირველივე დღიდან ასე ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას, დაუღალავად… თავი შემოგვწირა… ღმერთო, გადაგვირჩინე ეს კაცი, რომ მადლობის გადახდა მაინც შევძლოთ…”
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ცერცვაძეს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. საწმუხაროდ, მას არაჰოჯკინის ლიმფომა აქვს. თენგიზ ცერცვაძის მდგომარეობის გაუარესების გამო ის მცირე ხნის წინ კლინიკაში გადაიყვანეს მკურნალობის გასაგრძელებლად, რადგან მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა.