LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღმერთს მადლობა ჩვენი ოჯახისთვის“ – გიორგი თარგამაძისა და თათია თოფურიას წყვილი 25-წლიანი ურთიერთობის იუბილეს აღნიშნავს

16437
გიორგი და თათია მთავარზე

ცნობილი ჟურნალისტების გიორგი თარგამაძისა და თათია თოფურიას წყვილის ურთიერთობა უკვე 25 წელს ითვლის და დღეს იუბილეს აღნიშნავენ. ამის შესახებ თავად გიორგი წერს და მეორე ნახევართან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს:

„13 ივლისი!

სუპერ, ანუ სავსემთვარეობა. დღე, როცა 2 ძირითადი მნათობი: მზე და მთვარე საპირისპირო პოზიციას იკავებს. ამ მომენტში ენერგიის ნაკადი არის ძალიან ძლიერი.

საეკლესიო კალენდრით: სვეტიცხოვლობა. დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება.

მოკლედ, ყველაფრის დამსახურებაა, ალბათ, რაც ვიცი და არ ვიცი, რომ ასე გამიმართლა და აგერ 25 წელი შეგვისრულდა, რაც მე და თათია ერთად ვართ.

ცოტა კი შემაშფოთა კლავიატურაზე გამოსახულმა ამ რიცხვმა, მაგრამ სულ არ გვადარდებს.

ღმერთს მადლობა ჩვენი ოჯახისთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g