LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღონისძიებები, რომელიც ლარიზაციის პროგრამის ფარგლებში იგეგმება

53

ლარიზაციის კომპექსური გეგმის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებების გატარება იგეგმება. მათ შორის, პროგრამა ითვალისწინებს ლარისა და დოლარის სესხებს შორის საპროცენტო განაკვეთის სხვაობის შემცირებას და ლარში სესხების ვადიანობის გაზრდას.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, პროგრამის ფარგლებში საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.

”ლარიზაციის პროგრამის მთავარი მიზანია ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობა, ეს ნიშნავს იმას, რომ ვისაც უნდა ლარში სესხი, მას უნდა ჰქონდეს ლარში სესხის აღების შესაძლებლობა, მსგავსი საპროცენტო განაკვეთით და სხვა მსგავსი პირობების გათვალისწინებით. საპროცენტო განაკვეთის სხვაობა ლარისა და დოლარის სესხებს შორის უნდა შემცირდეს, მინიმუმამდე დავიდეს და ასევე, სესხის ვადიანობა უნდა გაიზარდოს. სწორედ ეს იგულისხმება ლარიზაციაში. ეს პროცესი არ არის მოკლევადიან მიზნებზე ორიენტირებული, მაგრამ საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები ალბათ, გასაჯაროვდება, როდესაც შემუშავდება ეს პროგრამა. ვფიქრობთ რომ ეს გამოიწვევს სწრაფ ეფექტს” – განაცხადა გაგუამ.

ლარიზაციის კომპლექსურ გეგმაზე ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები და ეროვნული ბანკი მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g