LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმა მწუხარებით ვიუწყებით ჩვენი კოლეგის ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ… ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული“ – ბრიტანული აკადემია სამძიმრის წერილს ავრცელებს

692
დავით ნარიმანიძე

ბრიტანული აკადემია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს ავრცელებს.

ბრიტანული აკადემიის კოლექტივი მწუხარებას გამოთქვამს მათი პედაგოგის შვილის, დავით ნარიმანიძის გარდაცვალების გამო.

„ბრიტანული აკადემიის გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილის ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ.

ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე.

ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს“, – აღნიშნულია ბრიტანული აკადემიის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

„დავითი ჩვენს სკოლაში მე-10 კლასამდე სწავლობდა. იგი გამორჩეული იყო თავისი წესიერებით, კეთილშობილებით, ზრდილობითა და საუკეთესო თვისებებით“ – 23-ე საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დავით ნარიმანიძის გარდაცვალების გამო

ცნობისათვის, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე არასრულწლოვანი პირი. დაკავებულმა არასრულწლოვანს ცივი იარაღის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც AMBEBI.GE-იმ გაავრცელა ინფორმაცია, მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები