LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

173
Untitled design - 2024-04-05T103627.420


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი ღრმა შეშფოთებას გამოთქვას „უცხოური გავლენის გაჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახლა ინიციირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს ევროპის გზას ჩამოაცილებს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს”, – წერს მილერი.

პესკოვი: „უცხოური აგენტების შესახებ ქართული პროექტის რუსეთთან დაკავშირების მცდელობები აბსურდულია – ჩვენს ინტერესებშია საქართველოში სტაბილური და პროგნოზირებადი ვითარება იყოს“

„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს. მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით, ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.

იენს სტოლტენბერგი – საქართველოს მთავრობის მხრიდან უცხოურ აგენტებზე ან უცხოურ გავლენაზე კანონმდებლობის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას ვეწინააღმდეგები

magti 5g