ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი – ლილე, სესილი და ანასტასია დაიბადა. ამის ამსახველი ვიდეო კლინიკის “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ფეისბუქ პოსტიდან ირკვევა, გოგონებს სახლში პატარა ძმა, ალექსანდრე ელოდება.
“გაიცანით ტყუპები, ლილე, სესილი და ანასტასია ისინი რამდენიმე დღის წინ გაჩდნენ ღუდუშაურის განახლებულ სამშობიაროში. ბუნებრივი გზით მიღებული და სწორად წარმართული ორსულობის შედეგად, მეან-გინეკოლოგ მანანა მახარაძის დახმარებით, პატარები ჯანმრთელები მოევლინენ ქვეყანას ❤ ცოტას კიდევ წამოიზრდებიან და სახლში გავაცილებთ, სადაც პატარა ძამიკო, ალექსანდრე ელოდება ერთდროულად 3 ბედნიერებას!”, – აღნიშნულია სამშობიაროს ფეისბუქ გვერდზე.