LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია აბაშიძე: კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ – სანქციებით ვის აშინებენ, იმ გულანთებულ მამულიშვილს, რომელმაც საქართველო არ დათმო გასაჯიჯგნად?

144
გია აბაშიძე

კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული “ქართული ოცნება” ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის შემუშავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მისი განცხადებით, ივანიშვილი ისედაც იმყოფება არაფორმალური სანქციების ქვეშ, შესაბამისად, მას სანქციებით ვერ შეაშინებენ. ანალიტიკოსი აღნიშნავს იმასაც, რომ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა ახლოსაა და სწორედ ამან გამოიწვია მსგავსი რეაქციები.

“კოლონიალისტებს ბიძინა ივანიშვილი და მის მიერ დაფუძნებული “ქართული ოცნება” ისე ეჯავრებათ, რომ ნებისმიერ უსაქციელობას ჩაიდენენ. ე.წ. სანქციებით ვის აშინებენ, იმ გულანთებულ მამულიშვილს, რომელმაც საქართველო არ დათმო გასაჯიჯგნად? ბიძინა ივანიშვილი ისედაც დასანქცირებულია შვეიცარიის უზნეო ბანკის მიერ და ამით რა შედეგი სადამსჯელო ორკებს? მერმე და მერმე გავიმეორებ – ამ ქვეყანას ვერავინ, ვერასდროს დაამონებს, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა რომ ახლოსაა, მაგიტომაც გაგიჟდნენ არარაობები.” – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g