გია ბაღაშვილი გვიზიარებს უფროსი ქალიშვილის წარმატების ამბავს და მის გამოფენას აანონსებს:
„ჩემი უფროსი გოგონას, ნინი ბაღაშვილის ნამუშევრების გამოფენა…“, წერს ცნობილი მუსიკოსი.
ნინი ბაღაშვილის ნამუშევრების გამოფენა 2023 წლის 8 მაისს, 14:30 საათზე, თანამედროვე განათლების აკადემიაში გაიმართება.
ნინი აკადემიის მეშვიდე ბ კლასის მოსწავლეა. ხატვის ნიჭი მას 4 წლიდან აღმოაჩნდა.
ნინი ამ მიმართულებით საკმაოდ დაინტერესებულია და სამომავლოდ საინტერესო სიახლეებს გვპირდება.
„მამიკოს პატარა მხატვრები“ – გია ბაღაშვილი შვილების წარმატების ამბავს გვიზიარებს
„მამა-შვილი-შვილიშვილი ბაღაშვილები” – გია ბაღაშვილი ფოტოს გვიზიარებს