LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ბუღაძე: „ნუ შეგეშინდებათ, მეგობრებო, არ შეიძლება დათმობა, შიშით ქვეყანა არც გადარჩება, არც აშენდება… არც მე მეშინია, აგერ დავხატავ მაგათთან დაკავშირებით რაღაცებს“

173
გია ბუღაძე

„კაცი 69 წლის ვხდები და იმას მოვესწარი, რომ მაჯარიმებენ ისე, რომ ჩემს რუსთაველზე ვდგავარ და ვაპროტესტებ იმ უმსგავსობას“, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ, რომელსაც გასულ ღამეს ჯარიმის ქვითარი მიუტანეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

გია ბუღაძის თქმით, აღნიშნული ჯარიმები არის იმისთვის, რომ საზოგადოება დააშინოს, დააფრთხოს და გასაპროტესტებლად ქუჩაში აღარავინ გავიდეს.

„ჩვენ არ გავჩერდებით ფაქტია, პროტესტი გაგრძელდება, ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს“ – გია ბუღაძე რუსთაველზე მიმდინარე აქციიდან

„როგორც ესენი ახლა მოქმედებენ… სადისტურად იქცევიან, რასაც ესენი ბუკა პეტრიაშვილთან დაკავშირებით სჩადიან, ეს არის ხაზგასმულად სადიზმი, ისინი არიან სადისტები, არ ვგულისხმობ შემსრულებელ პოლიციელებს, თუმცა მათაც ღირსება მოეთხოვებათ…

ნუ შეგეშინდებათ, მეგობრებო. არ შეიძლება დათმობა, ესენი ჩვენს შიშზე მუშაობენ. შიშით ქვეყანა არ გადარჩება, არც აშენდება, არც მე მეშინია, აგერ, პირიქით, დავხატავ კიდეც მაგათთან დაკავშირებით ძალიან ბევრ რაღაცას“, – განაცხადა გია ბუღაძემ.

„ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო. შიშით ქვეყანა არც გადარჩება, არც აშენდება“ — მხატვარი გია ბუღაძე

„ნუ შეგეშინდებათ, მეგობრებო. არ შეიძლება დათმობა. შიშით ქვეყანა არც გადარჩება, არც აშენდება. არც მე მეშინია, აგერ დავხატავ მაგასთან დაკავშირებით რაღაცებს“ — მხატვარი გია ბუღაძე, რომელსაც გუშინ ჯარიმის ქვითარი მიუტანეს

Posted by Formula • ფორმულა on ხუთშაბათი, 20 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g