თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” გია დავითიანი, გია ბაღაშვილი და კახა გრიგალაშვილი სტუმრობდნენ. მათი სტუმრობის მიზეზი გია დავითიანის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება იყო, რომელიც 9 მაისს, საღამოს 19:00 სთ-ზე „ივენთ ჰოლში” გაიმართება (ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე – 595 058282).
”მსოფლიოში სხვა არავინ მეგულება ამ რეპერტუარზე და ასეთი დატვირთვის პროგრამაზე ხელი მოაწეროს” – აღნიშნა გია ბაღაშვილმა, რომელიც ღონისძიების მუსიკალური ხელმძღვანელია.
როგორც ცნობილია საღამოში ქართული ხმები, შვიდკაცა, ქუჩის მუსიკოსები, ალილო, მერაბ სეფაშვილი, ნატო გელაშვილი და კიდევ არა ერთი მომღერალი მიიღებს მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ სპეციალურად გია დავითიანის საიუბილეო საღამოსთვის საქართველოში განთქმული ტენორი ოთარ ჯორჯიკია ჩამოვა, ასევე ჩამოისხმება ღვინო, გორული მწვანე, რომელიც გია დავითიანის 60 წლის იუბილეს მიეძღვნება.
დაახლოებით ორსაათიანი პროგრამა გარდა მუსიკალური ნომრებისა გია ბაღაშვილის პოეტურ შემოქმედებასაც მოიცავს, ლექსებს გოგოლა კალანდაძე წაიკითხავს…