LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: „კერპების მსხვრევის დროა…„მიშა, თუ ბიძინას“ აგრესიული პოლიტიკიდან, „არც მიშა, არც ბიძინას“ პოზიტიურ პოლიტიკაზე უნდა გადავიდეთ“

203
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მათ შორის არჩევანი არის არჩევანი წარსულსა და აწმყოს შორის, რომელთა შერიგება შეუძლებელია,“ – ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე გაიყვანს მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკისგან დისტანცირებაა.

„იმისათვის, რომ ქვეყანა დავაბრუნოთ ნორმალური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე, გვჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა იმ თემებზე, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს.

ეროვნულ თანხმობას კი სჭირდება კონსენსუსი.

ასეთი კონსენსუსია ბიძინასა და მიშას შორის არჩევანის მანკიერი სპირალიდან გამოსვლა, რაც შესაძლებელია ერთადერთი გზით – ორივესთვის უარის თქმით.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მათ შორის არჩევანი არის არჩევანი წარსულსა და აწმყოს შორის, რომელთა შერიგება შეუძლებელია.

წარსული და აწმყო ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ სიძულვილით და უკეთესი მომავლისკენ მიმავალ გზას უხშობენ ქვეყანას.

ამიტომ, ერთადერთი გზა, რომელიც ისტორიის სწორ გზაზე გაგვიყვანს არის მარტივი – “მიშა, თუ ბიძინას” აგრესიული, უკომპრომისო ნეგატიური პოლიტიკიდან, “არც მიშა, არც ბიძინას” პოზიტიურ, მათ გარეშე მომავლის პოლიტიკაზე გადასვლაა.

მივმართავ ფრონტის ორივე მხარეს მდგომ “ბიძინისტებს” და “მიშისტებს” – ქართული სახელმწიფოს ღირსეული მომავალი განუზომლად უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი ჩვენგანი, მათ შორის ბიძინაც და მიშაც.

კერპების მსხვრევის და უკეთესი მომავლისთვის ზრუნვის დროა…“ – წერს გია ხუხაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები