LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: ხაბეიშვილი რომ დარბოდა ქუჩაში, ასე ირბენს ახლა მთელი პარტია, გამოვარდებიან რაღაცას იზამენ, გაილახებიან, შევარდებიან – ენმ-ში პოლიტიკური ინტელექტი აღარ დარჩა

169
ლევან ხაბეიშვილი და გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარეობისთვის ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ  პარტიას პოლიტიკური ინტელექტი აღარ დარჩა და შესაბამისად, პრაქტიკული პოლიტიკის მწარმოებელი აღარ არის.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ პოლიტიკური ინტელექტი აღარ დარჩა, პრაქტიკული პოლიტიკის მწარმოებელი აღარ არის. ფაქტობრივად, ხაბეიშვილის თავმჯდომარეობით [„ნაციონალური მოძრაობა“] იქცა ქუჩის პარტიად.

„არც ერთი გაერთიანების წინააღმდეგი არ ვართ, მთავარია, ევროპაში ინტეგრაციის, „ქართული ოცნების“ ჩამოშორების საკითხზე კოორდინაცია გვქონდეს“ – მანჯგალაძის თქმით, ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ აქვს

მანჯგალაძე მანჯგალაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარტიის ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიციზმის საფუძველი არ აქვს.

აი, ხაბეიშვილი რომ დარბოდა ქუჩაში, ასე ირბენს ახლა მთელი პარტია, გამოვარდებიან რაღაცას იზამენ, გაილახებიან, შევარდებიან. ამ პარტიამ დაკარგა პოლიტიკური დღის წესრიგი.

ველოდები, რომ ხვალ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტი დატოვოს, რაღაც გიჟობებს დაიწყებენ, შესაბამისად, ეს უკვე პარტია აღარ არის.“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

„ისეთი „მტერი“, როგორიც ხაბეიშვილია, უნდა ინატრო.. ამ კაცმა სხვა არაფერი იცის და ყოველთვის „გაილახება“ – რას წერს გია ხუხაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები