ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე დღეს, 14 დეკემბერს, 19:00 საათზე აინთება.
პარალელურად, რუსთაველის გამზირზე აქცია-მანიფესტაციაა დაგეგმილი.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და წერს, რომ მოქალაქეები ცერემონიას უნდა შეუერთდნენ.
„ალტერნატიული ხედვა ნაძვის ხის ისტორიაზე…
1. ეს ნაძვის ხე ჩვენი გადასახადებით არის ნაყიდი და შესაბამისად ის ჩვენია და არა კალაძის.
2. ჩვენი ქუჩაში დგომა მხოლოდ პროტესტი არ არის. ეს არის ახალი საქართველოს, ქართული უდრეკი სულის, თავისუფლების, სამართლიანობის, სიყვარულის და თანადგომის, მისი ევროპული მომავლის ზეიმი, რომელიც ახალ წელთან ერთად აუცილებლად შემოვა ჩვენს ოჯახებში.
„უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება – თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება!“ – სალომე ზურაბიშვილი
ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა.
3. მართალია კალაძის ცნობიერი მის დანთებაში რაღაც პროვინციულ მზაკვრობას დებს, მაგრამ მისი ღრმად ჩამარხული ქვეცნობიერი რეალურად ჩვენკენ არის და ცდილობს ჩაბნელებული პარლამენტის შენობის ფონზე გაგვინათოს ამ მომავლისკენ მიმავალი გზა. არ მოაპარინოს გრინჩ ბიძინას ახალი წელი, ახალი საქართველო.
ამიტომ, ვფიქრობ მივიდეთ, ჩვენც ვიზეიმოთ მასთან და მის მიერ მოყვანილ გზააბნეულ მოქალაქეებთან ერთად. ჩვენ იქ დავრჩებით, მათაც შევთავაზოთ დარჩენა და ჩვენთან ერთად ზეიმი. დარწმუნებული ვარ, მათი სხეულები იქიდან რომც წავიდნენ, მათი სულები ჩვენთან დარჩება.
ვაჩვენოთ, სად არის რეალური სიყვარული და ბედნიერება და სად ბოროტება. ჩვენ არჩევანი უკვე გავაკეთეთ, მათ ჯერ არა. ხელს ნუ ვკრავთ, გავუადვილოთ ჩვენთან მოსასვლელი გზები,“ – წერს გია ხუხაშვილი.