LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია კორკოტაშვილი გამოძიების კითხვებს პასუხობს

81

ორგანიზაცია “სამოქალაქო სოლიდარობის” ერთ-ერთი დამფუძნებელი, გია კორკოტაშვილი, გამოძიების კითხვებს პასუხობს. კორკოტაშვილი გამოკითხვაზე თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება.

საქმე, სავარაუდოდ, თათია დოლიძის მისამართით რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ მუქარის შემცველ განცხადებებს ეხება.

გია კორკოტაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდა. თუმცა, შენობაში ისე შევიდა, რომ მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

დღესვე დოლიძის საქმეზე გამოძიებას ჩვენებას „ქართული მარშის“ კიდევ ერთი ორგანიზატორი, გიორგი ონიანი, მისცემს.

გამოძიებამ უკვე დაკითხა „ქართული მარშის“ ორი ორგანიზატორი – ვარდოსანიძე და გაგნიძე.

 

magti 5g