LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „გაზაფხული გათენდა, იმედიანი გაღვიძებისა და გარჯის დროა – ადამიანად ყოფნის დრო, სალამი თბილ სინათლეს შენს გულში, მეგობარო!“

168
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

ფილოლოგიის დოქტორი, ცნობილი პედაგოგი გია მურღულია გაზაფხულის მოსვლას სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით ეხმაურება.

როგორც მურღულია აღნიშნავს, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაზაფხული ადამიანის გულში უნდა დადგეს.

„რად უნდა გაზაფხულს გამართლება და არსებობის სიკეთის არგუმენტები?“

გარშემო ყველაფერი რომ იღვიძებს, სინათლითა და სითბოთი იმოსება, ამის დანახვას ზედმეტი თვალები არ სჭირდება.

ზამთარი ცოტა კიდევ კუდს მოიქნევს, მაგრამ მისი ამბავი წელს გადაწყვეტილია – დამარცხდა და უპირობოდ გაიძურწება.

მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი გაზაფხული კი ადამიანის გულში უნდა დადგეს – ყველა ნაღველს რომ განაქარვებს და ფიქრსა თუ განწყობაში მზეს მოუხმობს, სიბნელისა და სიცივის დამმარცხებელს.

გაზაფხული გათენდა.

იმედიანი გაღვიძებისა და გარჯის დროა – ადამიანად ყოფნის დრო – გაზაფხულის დადგომა ხომ სამოთხის გახსენებაა.
სალამი თბილ სინათლეს შენს გულში, მეგობარო!“ – წერს გია მურღულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g