LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია მურღულია: „მერვეკლასელები გაკვეთილზე ფეხზე ადგნენ და პატივი მიაგეს დაღუპულებსა და სამშობლოსთვის მებრძოლ გმირ უკრაინელ ხალხს…“

257
გია მურღულია

ცნობილი პედაგოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში დღეს ჩატარებული გაკვეთილის შესახებ წერს, სადაც მისმა მოსწავლეებმა ომში გმირულად დაღუპულ უკრაინელებს პატივი ფეხზე წამოდგომით მიაგეს:

„ახლა მქონდა გაკვეთილი ჩემს მერვეკლასელებთან. მკითხეს უკრაინის შესახებ – ცხადია, მათ აინტერესებთ, რა ხდება და რა შეიძლება მოხდეს. ვისაუბრეთ ამაზე.

შემდეგ ის მოხდა, რის გამოც ამ პოსტს ვწერ – ბავშვები ფეხზე ადგნენ და პატივი მიაგეს დაღუპულებსა და სამშობლოსთვის მებრძოლ გმირ უკრაინელ ხალხს.

მათი თვალები გამოხატავდნენ სიყვარულის, ღირსებისა და თავისუფლების ურყევ რწმენას.

მე ვამაყობ ჩემი ქვეყნის ამ პატარა მოქალაქეებით.

თავისუფლება ჯერ გულსა და გონებაში იბადება და მხოლოდ შემდეგ მის გარეთ“.

დაჩი გრძელიშვილი: „ლაპარაკი, „ნატო“ არ გვინდა, „დასავლეთმა მიგვატოვა“, „რუსეთი არ გავაბრაზოთ“ – ჩვენივე გულების ღალატია…“

ნათია ფანჯიკიძე: „უკრაინა ჩვენც გვიცავს ახლა, ისაა შემაკავებელი, რომ ჩვენც არ მოგვაკითხოს ხვალვე…“

ნიკოლოზ რაჭველი: „თვალწინ დამიდგა 2008 წელი, განცდებით, ფიქრებით, მოქმედებათა რიგით, ემოციებით…“

დათო გორგილაძე: „მზად ვარ, მეორე შვილს ბორის ჯონსონი დავარქვა. გოგო რომ იყოს, მაინც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g