LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო გორგილაძე: „მზად ვარ, მეორე შვილს ბორის ჯონსონი დავარქვა. გოგო რომ იყოს, მაინც…“

876
gorgiladze

მწერალი, ტელესახე დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში უკრაინა-რუსეთს შორის ომს აფასებს და წერს, რომ ევროპა-ამერიკის როლი აქ მცოდნე ექსპერტებმა უნდა განიხილონ:

„ცხადზე უცხადესია, რომ ქართველებში დასავლეთის, მისი ღირებულებებისა და მისი სიძლიერისადმი ნიჰილისტური განწყობების გაღვივება, დასავლეთით იმედგაცრუების განცდის გაჩენა რუსული პროპაგანდის მიზანია. თუ ამას ნაწილობრივ მაინც მოახერხებენ, მათი პირველი (შეიძლება მთავარიც) გამარჯვება იქნება.

ეს ისეთივე მარტივი თავსატეხია, როგორც მე-3 კლასის მათემატიკის ამოცანა.

მეორე მხრივ, უკრაინის შემყურე და იმის გათვალისწინებით, რომ ზუსტად იმავე ბედქვეშ ვართ, ცდუნება დიდია, იმედგაცრუებული იყო.

ამ დროს საქმეში უნდა ჩაერთოს მედია, მცოდნე ექსპერტები (და არა ისეთები, ვისაც პოლიტიკური მეცნიერებების შესავალში კარგი ქულები ჰქონდა), სამხედრო და პოლიტიკის კომენტატორები. მათ უნდა ახსნან, რა და როგორ ხდება თანამედროვე პოლიტიკაში. რატომ არ შეუძლია რუსეთის მსგავსად ევროპა-ამერიკასა და ნატოს „აიშვას”, რა დევს სასწორზე.

კარგი ანალიზი და რეალისტური პროგნოზები გვჭირდება. არა ისეთი „ამერიკამ რუსეთს უთხრა, გაჩერდი, თორე დაგარტყამო… ბრიტანეთი ამბობს, შენს თვალში ხომ არ გეპატარავებიო…”. ერთი სიტყვით ილიკოსა და ილარიონის ექსპერტულ დასკვნებს უნდა გავცდეთ.

პ.ს მზად ვარ, მეორე შვილს ბორის ჯონსონი დავარქვა. გოგო რომ იყოს, მაინც“.

სტეფანე: „არც ღამე მეძინა და არ ვიცი, ამ დროს რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ბავშვობიდან ძალიან მაგრად მახსენდება უმაგრესი ქვეყანა – უკრაინა“

ნათია ფანჯიკიძე: „უკრაინა ჩვენც გვიცავს ახლა, ისაა შემაკავებელი, რომ ჩვენც არ მოგვაკითხოს ხვალვე…“

ნიკოლოზ რაჭველი: „თვალწინ დამიდგა 2008 წელი, განცდებით, ფიქრებით, მოქმედებათა რიგით, ემოციებით…“

დათო გორგილაძე: „მზად ვარ, მეორე შვილს ბორის ჯონსონი დავარქვა. გოგო რომ იყოს, მაინც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები