LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჩი გრძელიშვილი: „ლაპარაკი, „ნატო“ არ გვინდა, „დასავლეთმა მიგვატოვა“, „რუსეთი არ გავაბრაზოთ“ – ჩვენივე გულების ღალატია…“

330
dachi225

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი წერს, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა და შველა თავად ჩვენივე ხელსა და გულშია და არა ევროპისა და აშშ-ს დახმარების მოლოდინში.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„სამშობლოს არვის წავართმევთ,

ჩვენს ნურვინ შეგვეცილება,

თორემ ისეთს დღეს დავაყრით,

მკვდარსაც კი გაეცინება.“

დარწმუნებული ვარ, ნაწყვეტი ვაჟას ლექსიდან  ყველამ იცით და ყველას გეამაყებათ. საკმაოდ დიდი ლექსია. წარმოიდგინეთ, ვაჟა-ფშაველას იქ რომ ჩაეწერა:  „ოღონდ რუსეთი არ იყოს, ტანკი ჰყავს ჩვენზე მეტია“ ან “თითს არ გავანძრევ ბრძოლისთვის, ევროპა არ გვეხმარება“ ან „ნატოში თუ არ მიგვიღეს, რუსეთს მივუშვერთ ტ…საო“ წარმოუდგენელია, არა?

ჰოდა, მე ასე მჯერა – საქართველოს ბედი არც შოლცის, არც მაკრონის და არც იმ შვეიცარიელი ბანკირის ხელში არაა, პუტინის SWIFT-დან ჩახსნა რომ არ უნდა. საქართველოს ბედი მით უმეტეს, არც პუტინის და არც ქართველი პუტინოიდების ხელშია, არც სააკაშვილისა და არც ივანიშვილისა. ის ჩვენს გულებშია. ამიტომ ლაპარაკი, „ნატო“ არ გვინდა, „დასავლეთმა მიგვატოვა“, „რუსეთი არ გავაბრაზოთ“ – ჩვენივე გულების ღალატია. იმ თითოეული კაცისა და ქალის ღალატი, ვინც კი საქართველოს არსებობის განმავლობაში, საქართველოს არსებობისთვის დაღუპულა. ევროპა ჩვენი არჩევანია და არა საქველმოქმედო საჩუქარი, ან გაჭირვებულის შემწეობა, რომელიც ვინმემ უნდა მოგვცეს. პუტინს კი სწორედ ამ არჩევანის წართმევა უნდა. პუტინი არ ებრძვის მხოლოდ უკრაინას. უკრაინაში ზოგადად, პოსტსაბჭოთა ერებთან პუტინის გამბედაობის ამბავი წყდება, მისი გამბედაობის შედეგი კი ჩვენს მიწებზე – უკრაინის, ბალტიისპირეთის, საქართველოს მიწებზე გადაწყდება.

დიდება უკრაინას!“

გია მურღულია: „მერვეკლასელები გაკვეთილზე ფეხზე ადგნენ და პატივი მიაგეს დაღუპულებსა და სამშობლოსთვის მებრძოლ გმირ უკრაინელ ხალხს…“

ნათია ფანჯიკიძე: „უკრაინა ჩვენც გვიცავს ახლა, ისაა შემაკავებელი, რომ ჩვენც არ მოგვაკითხოს ხვალვე…“

ნიკოლოზ რაჭველი: „თვალწინ დამიდგა 2008 წელი, განცდებით, ფიქრებით, მოქმედებათა რიგით, ემოციებით…“

დათო გორგილაძე: „მზად ვარ, მეორე შვილს ბორის ჯონსონი დავარქვა. გოგო რომ იყოს, მაინც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g