LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის შესაძლოა სხვა კლინიკაში გადაიყვანონ

110

ადვოკატ ლალი აფციაურის განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, დაკავებულ გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც, შესაძლოა, თვალავაძე სხვა კლინიკაში გადაიყვანონ.

„ახლა მივიღე ინფორმაცია, რომ თვალავაძის მდგომარეობა დამძიმდა და შესაძლებელია, სხვა კლინიკაში მოხდეს გადაყვანა,“ – განაცხადა აფციაურმა.

თვალავაძე ამჟამად ჩაფიძის გულის ცენტრში იმყოფება. ის ციხიდან გულის შეტევით კლინიკაში გუშინ გადაიყვანეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g