„გარდაიცვალა ოპოზიცია – საქართველოს აღარ ჰყავს შეთქმულთა და რევოლუციონერთა ჯგუფი, რომელიც ქვეყნის ინტერესს უპირისპირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბრისას, ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის ევროპელ ლიდერებთან გაგზავნილ ერთობლივ წერილს გამოეხმაურა:
კახა კალაძე ოპოზიციაზე: „გაერთიანებული იქნებიან თუ დაშლილები, მნიშვნელობა არ აქვს – ერთ დღეს სალომე ზურაბიშვილი თამარ მეფეა, მეორე დღეს კიდე რაღაცას მოიგონებენ“
„როდესაც თანხები მიდის იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“
„ეს წერილიც ამას ემსახურება, თორემ ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება სალომე ზურაბიშვილის წერილი, ისედაც გააჩნია თავისი გეგმა, ისედაც ჩაბუდებულია ევრობიუროკრატიაში „დიფ სთეითი” და თავის ამოცანას ასრულებს.
ამ საქმეში ხაზარაძე ჩაერთვება თავისი განცხადებებით, თუ სალომე ზურაბიშვილი წერილებით – არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამათ თავისი გეგმა აქვთ და მათ შორის, საქართველოს დაპირისპირების პოლიგონი გახდა ომსა და მშვიდობას შორის. თავისი გეგმა და იდეები აქვთ და ეს ყველა დანარჩენი ფიგურანტი, გარკვეული პაიკი თუ მარიონეტები არაფერს წარმოადგენდნენ არც საქართველოს ისტორიასა და პოლიტიკისთვის და მითუმეტეს, არც ევროკომისიისთვის. მათ დროებით სჭირდებათ ცალ ფეხზე მდგომი, ყურმოჭრილი ადამიანები, რომ შეასრულონ გარკვეული ამოცანა.
„როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი“ – ირაკლი კობახიძე
„როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი“ – ირაკლი კობახიძე
ამ ამოცანის შესასრულებლად არის გარკვეული ფუთფუთი ამ გაერთიანებაში, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა” ჰქვია. სალომე ზურაბიშვილი კი არ ეშვება იმ იდეას, რომ როგორმე ზემოდან შემოახტეს ამ გაერთიანებას, რომელსაც ისედაც თავისი გეგმები აქვს და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ სჭირდებათ. ევროკომისიას საერთოდ არ სჭირდება არც სალომე ზურაბიშვილი და არც „ნაციონალური მოძრაობა”.
მათ მხოლოდ იმ ფიგურებად სჭირდებათ რომ როგორმე თავიანთი ინტერესები და გეგმები გაჩარხონ იმ რეგიონში, სადაც მნიშვნელოვანი პოლიტიკის კონცენტრაცია მოხდება, რაც უკავშირდება აზიისა და ევროპის დაკავშირებას დაკავშირებას, ენერგორესურსების გადაზიდვებს, იმ პროექტებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გავლით ხორციელდება – ეს არის ინტერესი და ამის განსახორციელებლად არის ეს პაიკები გარეთ გამოდგმული. სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ დედოფალი იყოს, მაგრამ გუბაზ სანიკიძემ თქვა, რომ აღარ არის – ჩამოაგდო ტახტიდან”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციასთან კოორდინაციის ფარგლებში ერთობლივი წერილი გაიგზავნა ევროპელ ლიდერებთან, რომლებიც ხვალ ევროპული საბჭოს შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.