„ადამიანმა თავისი თავი ვერსად დაინახა, ვერც ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც თითქოს „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, არცერთ ენაზე ლაპარაკი არ იცის და „ქურქუმალ ვაითი“ არის მისი მთლიანი დახასიათება“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა „ქართული ოცნებიდან“ გია ვოლსკიმ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ „ბრძოლის ველზე გაიჭრას ხმალამოღებული და სისხლი დაღვაროს, ამისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს“:
„ადამიანმა თავისი თავი ვერსად დაინახა, ვერც ინტელექტუალურ დონეზე, რომელიც თითქოს „ნაცმოძრაობას“ გააჩნია, არცერთ ენაზე ლაპარაკი არ იცის და „ქურქუმალ ვაითი“ არის მისი მთლიანი დახასიათება.
აქედან გამომდინარე, გადაწყვიტა, რომ აგრესიული ადამიანის ნიშა, ვინც სპორტდარბაზში ვარჯიშობს, კრივში ემზადება და კარატეს სხვადასხვა ილეთებს გვიჩვენებს, უფრო მაგარია, ვიდრე აკრობატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ჩართულია საარჩევნო პროცესში.
ალეკო ელისაშვილი: „მხარდაჭერის შემთხვევაში, მზად ვარ თბილისის მერობისთვის ვიბრძოლო! არსად თავს არ დავზოგავ! კახა კალაძეზე ათასჯერ უკეთესი მერი ვიქნებოდი! საცობების პრობლემის მოგვარება ერთ წელიწადშია შესაძლებელი“
ელისაშვილმა დაადასტურა, რომ დედაქალაქის მერის პოსტზე სხვა კანდიდატებთან ერთად, მისი კანდიდატურაც განიხილება.
ერთიც და მეორეც, რასაკვირველია, თავისი დონით, თავისი ინტელექტუალური დონით და გარშემო სხვებიც არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ერთი მიზანი – შეასრულონ ის სცენარი, რომელიც დაუწერეს და ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ უფრო უკეთესი მარიონეტია იმ კარნახის მიმართ, რაც ყოველდღიურად მოდის.
რასაკვირველია, დაფინანსების საკითხიც ძალიან მნიშვნელოვანია. მთლიანად ყველაფერი ფინანსდება და ხაბეიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბრძოლის ველზე გაიჭრას ხმალამოღებული და სისხლი დაღვაროს, ამისკენ მოუწოდებს ახალგაზრდებს“. – განაცხადა გია ვოლსკიმ.